მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეწყალება იქამდე, ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა, სწორი არ არის - ეკა ბესელია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

ეკა ბესელიას თქმით, კონტექსტი და ვითარება სწრაფად იცვლება, შესაბამისად პრეზიდენტის განცხადება პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილშია განსახილველი. 

ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის როლი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მას პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, უწევს სამართლებრივ საკითხებზეც ფიქრი. 

„კონტექსტი და ვითარება სწრაფად იცვლება, შესაბამისად პოლიტიკური შესაძლო გადაწყვეტილებები როგორ პირობებში რა შედეგს მოიტანს, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან მისი შესაძლო რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განსახილველია პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში. 

ახლა ვითარება არის განსხვავებული, ვიდრე თვეების წინ იყო. პრეზიდენტის როლი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მას პოლიტიკური გადაწყვეტილების გარდა, უწევს სამართლებრივ საკითხებზეც ფიქრი. 

ახლა არის ვითარება, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო რამდენიმე საქმეს ედავება. სწორია ის განმარტება, როდესაც არ არის დასრულებული სასამართლო პროცესი, რომელიც მათ შორის შესაძლოა, შეიცავდეს გამამართლებელ გადაწყვეტილებასაც, ამიტომ შეწყალება იქამდე, ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა, არ არის სწორი“, - აცხადებს ეკა ბესელია. 

რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ ნაწილს, ბესელიას შეფასებით, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზედაც პრეზიდენტი ბუნებრივია ფიქრობს.

„რამდენიმე საქმეა, რაღაც საქმეზე მსჯავრდებულია, რაღაც საქმე სასამართლოშია... შეწყალების გადაწყვეტილება დასრულებულ საქმეზე შესაძლოა, ავტომატურად გათავისუფლებასაც არ ნიშნავდეს თუ სხვა საქმეზე მას აქვს პატიმრობა შეფარდებული. 

ყველა საქმის ანატომია და სამართლებრივი შინაარსი არ ვიცი, ამიტომ ვამბობ ზოგადად. ეს სწორი არგუმენტია, როდესაც მართლმსაჯულება ხორციელდება. იმ საქმეზე არ შეუძლია შეწყალება, რომელზედაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას შეუძლია სხვა საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია და მსჯავრდებულია. 

აქ არის ის სირთულე, თუ პოლიტიკური ნება არის ისეთი, რომ ყოფილი პრეზიდენტი უნდა გყავდეს მუდმივად ციხეში, ყოველდღე ახალ-ახალი დიაგნოზი ისმინო და საფრთხის ქვეშ ამყოფო, ასეთ ვითარებაში როგორ არის იცით? თუ პოლიტიკური გუნდი ამბობს, რომ უნდა იყოს ციხეში, მიუხედავად იმისა პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა, შეწყალებული იქნება, მაგრამ არ გაათავისუფლონ სხვა საქმის გამო. სწორედ ეს არის სერიოზული დილემა ამ საქმეში, ამიტომ ცალსახად თქმა პრეზიდენტის მხრიდან არ არის მარტივი და ამიტომ, მე მესმის რატომაც უყურებს ის ამ საკითხს ასე“, - განმარტა ეკა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ მას აქვს შეწყალების უფლება, თუმცა ძალიან მარტივი მიზეზის გამო ამ უფლებამოსილებას არ იყენებს. 

ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ უნდა სააკაშვილი ციხეში მოკვდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ როგორც ჩანს, ხაბეიშვილს, კობახიძეს, მელიას და ვაშაძეს ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად რამდენიმე რამე ნამდვილად აერთიანებთ - გიგა ბოკერია

✔️ არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

✔️ უკრაინასთან პარალელი აბსოლუტურად ამოვარდნილია, „ოცნების“ უტიფრობის ზედა ზღვარი ამ კონკრეტულ „არგუმენტში“ გამოიხატება - ქემოკლიძე დეოლიგარქიზაციაზე

✔️  კრემლის ახალი ხელმძღვანელი, შესაძლოა „კაგებეს“ კლანის წევრი იყოს“ - რუსმა ანალიტიკოსმა თქვა, ვინ შეიძლება იყოს პუტინის მემკვიდრე