მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი

„საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ნებისმიერი სასჯელი უნდა აღსრულდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კი გაჟღერდება, უნდა იყოს მტკიცებულებით გამყარებული, მით უმეტეს, როდესაც ამას აკეთებს ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირი; არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანასაც უნდა წარმოადგენდეს ის,“ - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჩართვისას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„ყველამ ერთად კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ ადამიანს, რომელიც მეორე მხარეს უყენებს ბრალს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთი მტკიცებულება ამ ადამიანის წამების ან მისდამი არაადამიანური მოპყრობის შესახებ ჩვენ არ გაგვიგია. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი განცხადება არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი“, - აცხადებს ბრეგაძე.

იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ვინმეს გამოუთხოვია მსჯავრდადებული სააკაშვილის მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია? ეს ადამიანები მკურნალობენ 24 საათის განმავლობაში და ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია მსჯავრდადებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აქვთ ამ ადამიანებს. 

ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის მომხრე რადიკალური ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ჩვენი ინტერესი მდგომარეობს ამ ადამიანის ჯანმრთელობაში. ხოლო ეს ხალხი შეგნებულად ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს და ამ მოტივით მოიპოვოს თავისუფლება. 

როდესაც ადამიანს სურს, რომ გამოჯანმრთელდეს, ის უნდა დაემორჩილოს მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს. ეს არის მეორე, მოდი, ასე ვთქვათ, კატეგორიული მოთხოვნა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი. თუ ის არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება“, - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

🔴 50 ლარს კარგავენ და თავის ამომრჩევლებს, არგუმენტები არ აქვთ - ჩაჩიბაია „გირჩზე“

🔴 კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის აშკარა საბოტაჟია - „ლელო“ ხალხის ძალის კანონზე

🔴 სამართალი პასუხს გასცემს მათ, ვინც ამბობს, ომის დაწყების საკითხები გადასახედია - ლევან ხაბეიშვილი

🔴 ესენი თუ არ გავწიეთ, მეგობრებო, რუსულ ენაზე დაწერილი რეალური სახელმძღვანელოთი იმოქმედებენ შეუჩერებლად - გვარამია