მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს, არა უშავს, ექიმები მიხედავენ“ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით დასკვნა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დადო. 

ის პირები კი, ვინც სიტუაციის დრამატიზებას ახდენენ, სააკაშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას ცდილობენ. 

„მას მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი და, სხვათა შორის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას. 

აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული და ვისაც დრამატიზება შემოაქვს, მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კვლავ თავის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაითრიონ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. 

მისი თქმით, თუ ექსპრეზიდენტი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ექიმები მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

„თუ შიმშილობას დაიწყებს, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში მიხედეს და მგონი, გამოაჯანმრთელებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

შეგახსენებთ, სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე:

🔴 არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს

🔴 „მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის შესახებ არაფერი ვიცოდით“ - შოთა თუთბერიძე

🔴 „მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს“ - ხუნდაძე სააკაშვილზე