მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და მოახდინოს ამერიკელი ექიმის შეყვანა კლინიკაში - შალვა ხაჭაპურიძე

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს.

როგორც ხაჭაპურიძემ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკელ ექსპერტს ხარვეზი დაუდგინა, თითქოს ბოლო წლებში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

„სახალხო დამცველს მისი ეგიდით შეუძლია ეს ექსპერტი შეიყვანოს ბატონ მიხეილ სააკაშვილთან. მოვუწოდებ სახალხო დამცველს, საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოში ნომერ პირველი აღიარებულ ექსპერტს დაეხმაროს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და მოახდინოს მისი შეყვანა კლინიკაში.

ხარვეზი ის გახლავთ, რომ ვითომ ბატონ კობის არ წარმოუდგენია ბოლო წლების მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არაერთხელ იქნა წარმოდგენილი“, - აცხადებს  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მიმდინარეობს წონის კლება, ჯანმრთელობა არ უმჯობესდება - გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

✔️  ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

✔️ ერთ ექსპერტზე უკანონოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ხარვეზი დაადგინა - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე“ - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ კუნთები გალეული აქვს, ამიტომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა - გიული ალასანია სააკაშვილზე