მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაღაც არასწორად ხდება, რაღაცას ვერ აკეთებენ კარგად, ამ ყველაფერზე კულტურის სამინისტრო არის პასუხისმგებელი - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკოსი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ გელათის საქმეზე პასუხისმგებლობა კულტურის სამინისტროს ეკისრება. 

👉 „მდგომარეობა კრიტიკულია“ - საპატრიარქო გელათის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი დეპუტატი საპატრიარქოს განცხადებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება ძალიან კარგი იყო. 

„ძალიან კარგი განცხადება იყო, რომ იქ არის ვითარება საგანგაშო და კრიტიკული. მეორე, უკეთესი სპეციალისტები არიან ჩამოსაყვანი. ყველა უნდა დავსხდეთ, ამაზე ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ ეს პრობლემა ყველას ეხება. რაღაც არასწორად ხდება, რაღაცას ვერ აკეთებენ კარგად. ამ ყველაფერზე კულტურის სამინისტრო არის პასუხისმგებელი“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „მდგომარეობა კრიტიკულია. ამასთან, საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს სთავაზობს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ - ელისო ბოლქვაძე

✔️ „მდგომარეობა კრიტიკულია“ - საპატრიარქო გელათის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✔️ თუ სამუშაოები მიუღებელია რომელიმე ჯგუფისთვის, მაშინ მან აიღოს პასუხისმგებლობა - ქეთევან დუმბაძე