მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, წონაში კლება აღენიშნება, დასუსტებულია - გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსულმა სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა. 

სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა მესამე პრეზიდენტი მოინახულა და აღნიშნა, რომ ის დასუსტებულია. 

„დასუსტებულია, წონაში კლება აღენიშნება. ამ ეტაპისთვის ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. ჩვენი ექიმები შემდეგ დღეებში საერთო შეხვედრას გავმართავთ. გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და იმის მიხედვით გვექნება შემდგომი შეფასება. 

ჩვენ, ასევე, გამოვითხოვთ სხვადასხვა სამედიცინო დოკუმენტებს და იმის მიხედვით გვექნება სრული შეფასება. ერთი შეხედვით, ბუნებრივია, მისი მდგომარეობა გაუარესებულია“, - აცხადებს გიორგი ბურჯანაძე მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ. 

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

👉 ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! - გიული ალასანია შვილზე

👉 „შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე, ამაზე არაფერი არ გაგვიგონია და მარტო თვალის პაჭუნზე ვინ მოგიყვანს!“ - თაკო ჩარკვიანი გახარიაზე

👉 ერთმანეთს ნუ ეჯინებით, რაღაც პოლიტსაბჭოებით ნუ იფიქრებთ ხალხნო, სირცხვილია! ვის ახსოვხართ იმ პოლიტსაბჭოში იყავით თუ არა - თაკო ჩარკვიანი „ნაცმოძრაობას“

👉 „გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა“ - თინა ხიდაშელი