მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ვეებერთელა ლოდები მოწყდა, გამაყრუებელი ხმით ჩამოცვივდა და დაიმსხვრა“ - ადგილობრივი

ვარძიის სამონასტრო კომპლექსში ლოდები ჩამოცვივდა

ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ლოდები მოწყდა. ამის შესახებ ადგილობრივი კუკური მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს. 

„წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე ვეებერთელა ლოდები მოწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ მცველი უვნებლად გადარჩა“, - წერს მეტრეველი.

აღნიშნულს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვათა ცვენა დაიწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებითაა. ხოლო ძეგლს საფრთხე არ ემუქრება.

„სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები). თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით. მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს

👉 „კალაძემ ხო მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება „ჭ“ კლასის ხალხს, მის ადგილას მე გადავდგებოდი“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „მინდა, ბოდიში მოვიხადო დაშვებული შეცდომისთვის, თუმცა, გადადგომას არ ვაპირებ“ - ლიზ ტრასი