მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული სპორტისთვის დამღუპველი იქნება“ - ლევან საგინაშვილი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაზე

სპორტსმენები ლევან საგინაშვილი, ლაშა ტალახაძე
1640002698
სპორტი

„ქართული სპორტისთვის დამღუპველი იქნება,“ - ამის შესახებ მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სპონსორის დაკარგვის შემთხვევაში ან ქვეყნიდან მოუწევს წასვლა და ან სავარაუდოდ საქართველოს დატოვება.

„ქართული სპორტისთვის დამღუპველი იქნება. პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი სტაბილური შემოსავალი მაქვს სპონსორისგან. თუ სპონსორს დავკარგავ, სავარაუდოდ ამ ქვეყნიდან მომიწევს წასვლა ან საერთოდ სპორტისთვის თავის დანებება. იმიტომ, რომ მართლა ნოლზე დავრჩები. იმედია გაითვალისწინებენ და რაღაცნაირად ისეთ კანონს მიიღებენ, რომ სათამაშო ბიზნესს დარჩეს ინტერესი დაეხმაროს და დაასპონსოროს“,- აცხადებს საგინაშვილი.

ამასთან, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ძალოსანი ლაშა ტალახაძეც გამოეხმაურა.  

„შემიძლია გითხრათ, რომ სპონსორი ძალიან მიდგას გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენი მამოძრავებელი ძალა არიან ჩვენი სპონსორები. სამწუხარო ფაქტი იქნება თუ რომელიმე სპორტსმენი დაზარალდება ამ ყველაფრით და შეწყდება დაფინანსება“, - აცხადებს ტალახაძე. 

შეგახსენებთ, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება

 აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში გრძელდება, ასევე, აზარტული თამაშებისა და ლატარიის კომპანიებისთვის ახალი გადასახადი წესდება. „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მხარი 76 ხმით დაუჭირეს.