მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისეთი კანონი უნდათ დაიწეროს, რომელიც მეორე მხარეს დასჯის - გია ხუხაშვილი დეოლიგარქიზაციაზე

პოლიტოლოგი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრობს და აცხადებს, რომ კანონს თავისი გრძელვადიანი მიზნები აქვს, იმის მიუხედავად თუ ვინ არის ხელისუფლებაში, თუმცა პოლიტიკური ელიტა საკითხს ასე არ უყურებს. 

გია ხუხაშვილის თქმით, ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, უნდათ ისეთი კანონი დაიწეროს, რომელიც მეორე მხარეს დასჯის. 

„აქ ჩანს ჩვენი პოლიტიკური ელიტის ერთგვარი უცნაურობა. კანონს აქვს თავისი გრძელვადიანი მიზნები, იმის მიუხედავად თუ ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ არის ოპოზიციაში. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ასე არ უყურებს ამ საკითხს. ერთმანეთისკენ იშვერენ ხელს, უნდათ ისეთი კანონი დაიწეროს, რომელიც მეორე მხარეს დასჯის. 

ასე არ ხდება, ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. ეს არის ვიწროპოლიტიკური ინტერესი, რასაც სახელმწიფო ინტერესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბუნებრივია, პროცესი დაიწყო იმით, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, ჭარბი გავლენა, გამორიცხული უნდა იქნეს. შესაბამისად, ამაზე აპელირებდა ევროკავშირი, როდესაც 12 პუნქტში ამ საკითხს აყენებდა. 

კანონის ამოცანა რა არის, ხომ? დღეს იქნება, ხვალ, ზეგ თუ 100 წლის შემდეგ, სანამ ეს კანონი იმოქმედებს, გამიჯვნა მოხდეს ბიზნესინტერესს და პოლიტიკურ ინტერესს შორის, რომ ვერავინ, ვერცერთმა ბიზნესმენმა ვერ მოახერხოს პოლიტიკური გავლენის მოპოვება ძალაუფლებაზე, აქედან სიკეთის მიღება და შემდეგ ისევ პოლიტიკაში ინვესტირება“, - აცხადებს გიგა ხუხაშვილი. 

მისივე თქმით, კანონთან მიმართებით პრობლემაა ის, რომ პერსონიფიცირება ხდება. 

ამასთან, ხუხაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონმდებლები, მათ შორის არც ოპოზიცია, არ უნდა ამბობდეს, რომ ეს კანონი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება.

„გავლენა არსებობს ფორმალიზებული და ფარული. საერთოდ გამჭვირვალე ნაკლებად საშიშია ყოველთვის, ვიდრე დაფარული ანუ ჩრდილოვანი, რაზედაც მიდის საუბარი. ჩვენ ისევ ვიწყებთ პერსონიფიცირებას და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა. კანონმდებლები, მათ შორის არც ოპოზიცია, არ უნდა ამბობდეს, რომ ეს კანონი პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება. დღეს შეიძლება ივანიშვილია პრობლემა, მაგრამ ხვალ შეიძლება სხვა ადამიანი იყოს. შესაბამისად, სწორი დეფინიციაც კი ვერ იპოვეს თუ ვინ არის ოლიგარქი, რა ტიპის მოღვაწეს შეიძლება დავარქვათ ოლიგარქი. 

ხელისუფლება რომ აპელირებს იმაზე, მეცენატიაო, კი ბატონო მეცენატია ბიძინა ივანიშვილი, ამას ვინ უარყოფს, მაგრამ მეცენატი და პარალელურად ოლიგარქი, ეს არის პრობლემა. აბსურდულ კამათთან გვაქვს საქმე, ოპოზიციასაც არასწორად მიჰყავს საკითხი. 

სამწუხაროდ, ტაქტიკური თვალსაზრისით არც ოპოზიცია გამოიყურება წელში გამოყვანილად, ამ კანონს ნუ არქმევენ ბიძინა ივანიშვილს. დეფინიციაზე არ არიან შეთანხმებულები, რას ნიშნავს სიტყვა ოლიგარქი ამაზე არ შეთანხმებულან, არათუ იმაზე რა კანონი უნდა მიიღონ. 

არ არსებობს ამ ქვეყანაში ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ 12 პუნქტიდან ერთი პუნქტი მაინც შესრულდება. ეს ხელისუფლება არ აპირებს ამ 12 პუნქტის შესრულებას. ისინი აპირებენ კოსმეტიკურად რაღაცა დაჯღაბნონ, გადანომრონ  და ამით ფორმალურად თქვან, რომ ვითომ რაღაცა იჩალიჩეს. თუ რამე იქ არ იქნება წესრიგში,  თქვან, „ეს წესრიგში იმიტომ არ არის, რომ არაკონსტრუქციული ოპოზიცია გვყავს“. ისინი ეუბნებიან ევროპას და აშშ-ს, ვართ ცუდი ბიჭები, მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ“, - დასძინა გია ხუხაშვილმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუს პოლკოვნიკს, რომელმაც ქრთამის სახით სარეცხი მანქანა აიღო, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

✔️ პუტინს ბაიდენთან სალაპარაკო რამე რომ ჰქონოდა, G20-ზე წავიდოდა - ვალერი სოლოვეი

✔️ უცნობმა პირებმა მალის დედაქალაქში გერმანელი მღვდელი გაიტაცეს

✔️ ედგარს რინკევიჩი - უკრაინის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნებმა ახალ საჰაერო თავდაცვაზე უნდა იფიქრონ

✔️ „ერდოღანის შეურაცხმყოფელი ფოტოები სტოკჰოლმში“ - თურქეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა