მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უცნობმა პირებმა მალის დედაქალაქში გერმანელი მღვდელი გაიტაცეს

მღვდლის გატაცება მალიში

სავარაუდოდ, ისლამური ექსტრემისტული ჯგუფის წევრებმა მალის დედაქალაქ ბამაკოში გერმანელი მღვდელი გაიტაცეს. 

„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, მეუფე ჰანს-იოახიმ ლოჰრე ქალაქის სხვა ნაწილში მესას ჩასატარებლად ემზადებოდა, როდესაც ის გაიტაცეს. 

ისლამურ-ქრისტიანული მომზადების ინსტიტუტის თანამშრომლის თქმით, ინსტიტუტის ეზოში შავი მანქანა ნომრის გარეშე იყო გაჩერებული. 

მღვდლის გატაცების შემდეგ, გამომძიებლებმა მღვდლის ჯვარი იპოვეს.  

„მისი მანქანის კარი ღია იყო და მიწაზე ნაკვალევი იყო, თითქოს ვიღაც ჩხუბობდა”, - თქვა ინსტიტუტის თანამშრომელმა დია მონიკ პარემ.

გერმანელი მღვდლის გატაცებაზე, რომელიც 30 წელზე მეტია მალიში იმყოფება და ისლამურ-ქრისტიანული მომზადების ინსტიტუტში ასწავლის, პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. 

თუმცა, ეჭვი მაშინვე გაჩნდა ისლამის ექსტრემისტებზე, რომლებმაც არაერთი უცხოელი გაიტაცეს და შემდგომ გამოსასყიდი მოითხოვეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ედგარს რინკევიჩი - უკრაინის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნებმა ახალ საჰაერო თავდაცვაზე უნდა იფიქრონ

✔️ „ერდოღანის შეურაცხმყოფელი ფოტოები სტოკჰოლმში“ - თურქეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა

✔️ ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის სასაზღვრო ქალაქს რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

✔️ „კერძო მევახშეს ბინის მისაკუთრება სურს“ - დიღმის მასივში ერთ-ერთ ოჯახს ასახლებენ

✔️ ინდოელი კაცი ძროხების ქუჩაში გაშვების გამო დააპატიმრეს

✔️ აფხაზურ კრიპტოფერმებს შეუძლია საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ - „Amra Life“