მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერდოღანის შეურაცხმყოფელი ფოტოები სტოკჰოლმში“ - თურქეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა

ერდოღანის ფოტო სტოკჰოლმში

თურქეთმა შვედეთის ელჩი მას შემდეგ დაიბარა, რაც სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს შენობასთან თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფოტოები გამოჩნდა. Anadolu Agency-ის ცნობით, ფოტოები სავარაუდოდ შეურაცხყოფდა პრეზიდენტ ერდოღანს.

ელჩი სტაფან ჰერსტრომი დაიბარეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ოფიციალურმა პირებმა დაგმეს ინციდენტი და განაახლეს მოთხოვნა სტოკჰოლმის მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის თაობაზე, რომელიც ქურთ „ბოევიკებს“ ეხება. 

აღსანიშნავია, რომ შვედეთმა და ფინეთმა მიმდინარე წელს მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადეს. ნატოს წევრ თურქეთს შვედეთ-ფინეთის რატიფიცირებაზე თანხმობა არ განუცხადებია. 

ერდოღანის მთავრობა ორივე ქვეყანას მოუწოდებს ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები გადადგან. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის სასაზღვრო ქალაქს რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

✔️ „კერძო მევახშეს ბინის მისაკუთრება სურს“ - დიღმის მასივში ერთ-ერთ ოჯახს ასახლებენ

✔️ ინდოელი კაცი ძროხების ქუჩაში გაშვების გამო დააპატიმრეს

✔️ აფხაზურ კრიპტოფერმებს შეუძლია საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დატოვონ - „Amra Life“

✔️ „რუსეთი დასავლეთთან საინფორმაციო დაპირისპირებაში კნუტს ჰგავს მარტორქის წინააღმდეგ“ - კრემლი ცდილობს გააკონტროლოს არმიის კრიტიკის ტალღა - ISW