მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუს პოლკოვნიკს, რომელმაც ქრთამის სახით სარეცხი მანქანა აიღო, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სარეცხი მანქანა ქრთამის სახით

მოსკოვის 235-ე სამხედრო სასამართლომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო განყოფილების თანამშრომელს, პოლკოვნიკ ივან მერტვიშჩევს ორთვიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს. 

გაზეთის ცნობით, ნოემბერში დაწყებულ გაწვევასთან დაკავშირებით, პოლკოვნიკმა გადაწყვიტა მოსკოვის დასავლეთში სამხედრო და სააღრიცხვო ოფისის შემოწმება, რის შესახებაც მან სამხედრო კომისარი გააფრთხილა. 

ამავდროულად, ოფიცერმა თქვა, რომ სამხედრო მოსამსახურეებში წვევამდელების დაკომპლექტების საქმეები,  ძალიან ცუდად მიდიოდა და ეს შესაბამის დოკუმენტაციაში აისახებოდა. 

მერტვიშჩოვმა პრობლემების მოგვარება მინიმუმ 70 000 რუბლის ღირებულების სარეცხი მანქანის შეძენით შესთავაზა. სამხედრო კომისარმა გამოძალვის შესახებ საჩივარი  FSB-ს სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტში შეიტანა. 

„როდესაც მანქანა იყიდეს, სამხედრო კომისარმა შეატყობინა ინსპექტორს, რომ შეკვეთა შესრულდა და შეეძლო მოსულიყო და აეღო. სარეცხი მანქანის მიღებისთანავე FSB-ის თანამშრომლებმა მერტვიშჩევი დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც  ქრთამის აღებას უკავშირდება“, - წერს მედიასაშუალება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინს ბაიდენთან სალაპარაკო რამე რომ ჰქონოდა, G20-ზე წავიდოდა - ვალერი სოლოვეი

✔️ უცნობმა პირებმა მალის დედაქალაქში გერმანელი მღვდელი გაიტაცეს

✔️ ედგარს რინკევიჩი - უკრაინის მოსაზღვრე ნატოს ქვეყნებმა ახალ საჰაერო თავდაცვაზე უნდა იფიქრონ

✔️ „ერდოღანის შეურაცხმყოფელი ფოტოები სტოკჰოლმში“ - თურქეთმა შვედეთის ელჩი დაიბარა

✔️ ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის სასაზღვრო ქალაქს რაკეტებით შეუტიეს - არის მსხვერპლი

✔️ „კერძო მევახშეს ბინის მისაკუთრება სურს“ - დიღმის მასივში ერთ-ერთ ოჯახს ასახლებენ

✔️ ინდოელი კაცი ძროხების ქუჩაში გაშვების გამო დააპატიმრეს