მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორკაციან მაგიდაზე სადილობა საუბრის თანხლებით არის „ომიკრონისთვის“ 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი
1642571124
COVID-19

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ გადადების სისწრაფეზე წერს და გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებს. 

როგორც გადელია წერს, ბუსტერი ადამიანებს კოვიდინფიცირებისგან ძალიან იცავს.

„ძალიან იცავს! ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგარიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე! დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა - ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო.

ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40%-ზე მეტი მაინც არაა... ცოტა კიდეც დამწყდა გული ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა მაინც ჯობია, რომ არ დამემართა!  წუხელ გავიტესტე - უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს“, - წერს დავით გადელია. 

ამავე თემაზე:

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔴 „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

🔴 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

🔴 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“