მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1642270181
COVID-19

„ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით, - ამის შესახებ  ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ „იმედის“ ეთერში „ომიკრონზე“ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, „ომიკრონს“ „წითელას“ დონის ინფექციურობა ახასიათებს.

ამასთან, აკაკი ზოიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ პირობებში ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდება. 

„რა თქმა უნდა, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა იქნება მაღალი, ყოველ შემთხვევაში, პიკურ პერიოდში. მარაგები გვაქვს, გარკვეული გამოცდილება უკვე ექიმებმა შეიძინეს. ძირითადი დატვირთვა და ძირითადი პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს და რეალურად უნდა მოხდეს ამ დაავადების მართვა, ეს დამოკიდებული იქნება ჯანდაცვის  სისტემაზე. ამჟამად თუ ონლაინ კლინიკები ემსახურებიან მოქალაქეებს, გაიზრდება არეალი და ოჯახის ყველა ექიმი იქნება უკვე ჩართული ამ პროცესში. „ომიკრონის“ პირობებში ძალიან  დიდი რაოდენობით ადამიანები დაინფიცირდებიან, მაგრამ მათი უმეტესობა სახლში მკურნალობას დაექვემდებარება. 

„ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და ზაფხულში მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან გავთავისუფლდებით.

თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ და ეს 2 თვე კრიტიკული იქნება. დამაიმედებელია, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება „ომიკრონი“, „წითელას“ დონის ინფექციურობა ახასიათებს. 3-დან 5-მდე მერყეობს რეპროდუქციის ინდექსი, ყოველ 3 დღეში შემთხვევები ორმაგდება. სამედიცინო პერსონალის დაცვა აუცილებელია. ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება. პანდემიას ზაფხულში ბოლოს და ბოლოს დავასრულებთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ კორონავირუსის მუტაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი არსად არ გაქრება.

„ნათლად გამოჩნდა, რომ კორონავირუსი არსად არ გაქრება, ეს არ არის SARS1, რომლის აფეთქება 2003 წელს იყო, შემდეგ „მერსზე“ იყო საუბარი. ისინი აღმოიფხვრა. ეს ვირუსები  ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა და ჰქონდათ ძალიან დიდი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 

კორონავირუსის მუტაციის ვექტორები მიმართულია იმ მიმართულებით, როგორც ესპანური გრიპი. ის არსად გამქრალა, უბრალოდ მუტაცია განიცადა. თუმცა, არ არის გამორიცხული კიდევ უფრო ოპტიმისტური სცენარი, პირველი ოთხი კორონავირუსი, რომელიც აქამდეც ათწლეულებია ცირკულირებს და იწვევდა უბრალო გაციებას, შეიძლება ამ ახალი კორონავირუსის მუტაცია მივიდეს იქამდე, რომ ის გაციების ვირუსად გადაიქცეს. ეს იქნება „მეხუთე გაციების ვირუსი“. ეს ყველაზე კეთილსაიმედო  სცენარია, რომელსაც აქამდე მისვლა სჭირდება“, - აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი.  

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

🔵 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

🔵 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔵 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება