COVID-19

„ფაქტია, რომ საღი აზრი აღარავის აღარ დარჩა“ - გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში  პროფესორი, გიორგი ფხაკაძე - Pia.ge
1637751930
დაკოპირებულია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა:

„ახალი გადაწყვეტილებები... კომენტარი რომ დავიწყო, საიდან დავიწყო…

ფაქტია, რომ საღი აზრი აღარავის აღარ დარჩა, დაუჯერებელია. არაპროფესიონალიზმი კლავს“, - წერს გიორგი ფხაკაძე.   

შეგახსენებთ, რომ  1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები დაინერგება, რასაც რესტორნების მუშაობის გრაფიკში ცვლილებები უკავშირდება:

👉 რესტორნებს, რომელთაც 1-ლი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან.

👉  თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50% მდე გაიზრდება

👉 საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢  დელტა შტამი ბევრი მუტაციის შემდეგ შესაძლოა „თვითგანადგურებამდე“ მიდიოდეს - იაპონელი მეცნიერები

📢 ხანგრძლივი კოვიდი და მისი რისკები

📢 რამდენ ხანს გრძელდება კორონავირუსი ბავშვებში?

📢 „თუ ჩვენზე მეტი იცით, ამერიკიდან ნუ გვედიდგულებით, ჩამობრძანდით“ - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულსა და ნანა გეგეჭკორს მიმართავს