მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინას შავი ზღვის განბლოკისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის

სარაკეტო დანადგარი

აშშ-ის თეთრი სახლი იმაზე მუშაობს, რომ უკრაინის ჯარს თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, რათა მან რუსეთის საზღვაო ბლოკადა დაძლიოს. ამის შესახებ „უკრინფორმი“ Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება. 

საუბარია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ორ ტიპზე - ესენია Boeing-ის წარმოების რაკეტები Harpoon და რაკეტები Naval Strike Missile, რომლის მწარმოებელია Kongsberg და Raytheon Technologies.  უკრაინისთვის ამ იარაღის მიწოდება ევროპელი ქვეყნების გავლით, ან უშუალოდ აშშ-დან მოხდება. მსგავს რაკეტებს შეუძლია მიზნების განადგურება 250-300 კმ-ის მანძილზე, რაც უკრაინელებს რუსული ხომალდების განადგურების შესაძლებლობას მისცემს.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მას ასევე რეაქტიული სისტემები M270 ესაჭიროება, რომელიც მიზნებს 70 კმ-ის სიშორეზე ანადგურებს. ეს რუსული ჯარის განკარგულებაში არსებულ უმეტეს საარტილერიო სისტემებზე მეტია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉პუტინის მთავარი იდეა - ახალი საბჭოთა კავშირის შექმნა

👉1 700-მდე „აზოვსტალის“ დამცველი ჩაბარდა რუსეთის ჯარებს - ბრიტანული დაზვერვა

👉აგრესორების მიერ ლუგანსკის მორიგ დაბომბვას 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა - BBC

👉რუსეთის ჯარებმა შეტევა დაიწყეს დონეცკის მიმართულებით

👉აშშ უკრაინას შავი ზღვის განბლოკისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის