მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW

სამხედროები

სისხლიანი ბრძოლები ბახმუტისთვის გრძელდება, უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ რაშისტებს, მაგრამ ისინი [რუსები] უიმედოდ ცდილობენ წარმატების მიღწევას. ოკუპანტებს არ ესმით, რომ ისევ ხაფანგში მოხვდნენ, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იუწყება

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის არმიამ ვერაფერი ისწავლა წინა თავდასხმებისგან, წარსულის შეცდომებიდან, როდესაც დიდი დანაკარგების ფასად აიღეს ძალზე შეზღუდული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.

„რუსეთის ძალისხმევა ბახმუტის ირგვლივ ცხადყოფს, რომ რუსულმა ძალებმა ძირეულად ვერ ისწავლეს გაკვეთილები წინა თავდასხმებისგან. მაისის ბოლოდან რუსული ჯარები მუდმივად ხარჯავდნენ საბრძოლო ძალას ბახმუტის ირგვლივ მცირე დასახლებებზე, მომდევნო ექვს თვეში მათ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით წინსვლა შეძლეს“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ექსპერტები, ასევე, აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებებმა ბახმუტზე შეტევასთან დაკავშირებით განაპირობა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის თანდათანობით ამოწურვა, რის შედეგადაც ჯარები კვირებისა და თვეების განმავლობაში შედარებით მცირე დასახლებებში იყვნენ ჩაკეტილი და ხშირად აღმოჩნდნენ ხაფანგში.

„ამ თვალსაზრისით ყველაზე საილუსტრაციო მაგალითი იყო სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღება გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში. ამ ქალაქების მნიშვნელობა უკიდურესად მცირე იყო, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აიძულეს რუსული არმია მოეხდინა დიდი ძალების კონცენტრირება ამ ადგილზე, რუსეთის ჯარებმა აიღეს ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი და თითქმის მიაღწიეს ლუგანსკის რეგიონის საზღვრებს. რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელებმა შეაკავეს ისინი, მიაყენეს დიდი დანაკარგები და შემდეგ უკან დაიხიეს. ეს იყო დონბასში რუსეთის შეტევის კულმინაცია - რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტიდან შეტევის გასაგრძელებელი ძალები რუსეთს ამოეწურა. ამ მარცხის შემდეგ რაშისტებმა სერიოზული წინსვლის მიღწევა ვერ მოახერხეს“, - დასძენენ ანალიტიკოსები.

ექსპერტების ცნობით, ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა.

„რუსეთის ძალისხმევა ამ რეგიონში დიდწილად ჩიხში შევიდა. რუსული ძალები ბახმუტს მაისიდან უტევდნენ და დიდი დანაკარგებით აიღეს მის გარშემო არსებული მცირე დასახლებები. თვით ქალაქის აღებაც რომ მოახერხონ, ეს  მათ სარგებელს არ მოუტანს. ამავდროულად, დიდი ძალები იხარჯება ბახმუტზე შეტევაზე, რაც ასუსტებს ფრონტის სხვა სექტორებს და ქმნის პირობებს უკრაინული კონტრშეტევებისთვის სხვა მიმართულებით“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები. 

ანალიტიკოსებმა, ასევე, დაამატეს, რომ 30 ნოემბერს რაშისტებმა ბახმუტიდან სამხრეთით წინსვლა სცადეს. ოკუპანტებმა გაავრცელეს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, თითქოს მათ სრულად აიღეს კურდიუმივკა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსების წარმატებები უმნიშვნელოა. გარდა ამისა, რუსებმა გამოაცხადეს ბელოგოროვკას აღება, მაგრამ ექსპერტები არ მიიჩნევენ, რომ ეს სიმართლეა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ საკუთარი თვალით - ვოლოდიმირ ზელენსკი მასკს

👉 ჩინეთი ბირთვული ქობინების რაოდენობის თითქმის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს - პენტაგონი

👉 ანალიტიკოსებმა დაასახელეს ქალაქები, სადაც რუსეთის ფედერაციამ ძალა დაკარგა

👉 რუსეთის ჯარებმა ბახმუტში „წარმატებები“ გააზვიადეს - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას - სერგეი შოიგუ