მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩანს გარე ძალების აქტიური მონაწილეობა - ბიბილოვი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე

ბიბილოვი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ყაზახეთში მიმდინარე არეულობაში აქტიურ როლს გარე ძალები თამაშობენ, რომლებიც „ბოევიკების“ მოქმედებას კოორდინაციას უწევენ. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს. 

ბიბილოვის თქმით, ეს ძალები ყაზახეთში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას აპირებენ. მისი განცხადებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულია ყაზახეთში არსებული ვითარებით და იქ მიმდინარე ძალადობის, ვანდალიზმის და მარადიორობის ფაქტებით, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ბიბილოვმა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოქმედებას და ყაზახეთში კუხო-ს ე.წ. სამშვიდობო ძალების გაგზავნას მიესალმება.

„იმედი მაქვს, რომ ყაზახეთის მოსახლეობა ნეგატიური სცენარით სიტუაციის განვითარებას არ დაუშვებს და ყაზახეთი სტაბილურობას და მშვიდობას დაუბრუნდება“, - ამბობს ბიბილოვი.  

მისი თქმით, ეს ქვეყნის ნორმალური განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაა. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსეთმა ყაზახეთში სამხედროები კიდევ 12 თვითმფრინავით გაგზავნა

🔴  მედია: ნურსულთან ნაზარბაევმა ოჯახთან ერთად ყაზახეთი დატოვა

🔴  ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა