მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედია: ნურსულთან ნაზარბაევმა ოჯახთან ერთად ყაზახეთი დატოვა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ოჯახთან ერთად ყაზახეთი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Orda.kz ავრცელებს. 

ამავე ცნობით, პროტესტის დაწყების დღიდან ნაზარბაევისა და მისი ოჯახის ადგილსამყოფლის შესახებ არც ხელისუფლებას და არც მედიას ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. 

„გვაქვს ინფორმაცია, რომ პირველმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა ყაზახეთი ოჯახებთან ერთად დატოვეს. ქვეყანაში მხოლოდ მისი უფროსი ძმა ბოლატ ნაზარბაევი რჩება“, - აღნიშნულია გამოცემის ოფიციალურ „ტელეგრამის“ არხზე. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეთა მიერ დაკავებული სახელმწიფო უწყებების შენობები სამხედროებმა შტურმით აიღეს. 

ქვეყანაში გათიშულია ყველა ანტისამთავრობო მედია, შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი დიდია.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ამავე თემაზე: 

👉 „ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა ყაზახეთში სახიფათო ნაბიჯია“ - თინა ხიდაშელი

👉  ყაზახეთის შს სამინისტრო გაანადგურებს მათ, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე

👉 „თავმოჭრილი პოლიციელების უნდა გვშურდეს?!“ - გუბაზ სანიკიძე ყაზახეთის მოვლენებზე

👉 ყაზახეთის ხელისუფლებას „თავში აუვარდა“ - მამუკა არეშიძე ყაზახეთის მოვლენებზე