მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროები კიდევ 12 თვითმფრინავით გაგზავნა

რუსული თვითმფრინავი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთში სამხედროებით სავსე კიდევ 12 თვითმფრინავი გაფრინდა. 

„თორმეტი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 და ან-124 გაფრინდა მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრომიდან სამხედრო მოსამსახურეებისა და საჰაერო-სადესანტო ძალების სწრაფი გადაყვანისთვის ყაზახეთის რესპუბლიკის ალმატის და ჟეტიგენის აეროდრომებზე”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამინისტროს ცნობით, ყაზახეთში ტაჯიკი სამხედროები ასევე რუსული თვითმფრინავებით გაფრინდებიან.

ოფიციალური ცნობებით, ყაზახეთში ამ დროისთვის 3000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეთა მიერ დაკავებული სახელმწიფო უწყებების შენობები სამხედროებმა შტურმით აიღეს. 

ქვეყანაში გათიშულია ყველა ანტისამთავრობო მედია, შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი დიდია.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ამავე თემაზე: 

👉 „ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა ყაზახეთში სახიფათო ნაბიჯია“ - თინა ხიდაშელი

👉  ყაზახეთის შს სამინისტრო გაანადგურებს მათ, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე

👉 „თავმოჭრილი პოლიციელების უნდა გვშურდეს?!“ - გუბაზ სანიკიძე ყაზახეთის მოვლენებზე

👉 ყაზახეთის ხელისუფლებას „თავში აუვარდა“ - მამუკა არეშიძე ყაზახეთის მოვლენებზე