მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა

ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მან სამხედროებს არეულობის მონაწილეებისთვის გაუფრთხილებლად ცეცხლის გახსნის ნებართვა მისცა. 

მისი თქმით, ალმატის 20 000 ბანდიტი დაესხა თავს.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არეულობაში ჩართული არიან უცხოელი ტერორისტები, რომლებიც იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებენ.

ტოკაევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეგობრულად უპასუხა ყაზახეთში წესრიგის აღდგენაში დახმარების თხოვნას და მას მადლობა გადაუხადა. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეთა მიერ დაკავებული სახელმწიფო უწყებების შენობები სამხედროებმა შტურმით აიღეს. 

ქვეყანაში გათიშულია ყველა ანტისამთავრობო მედია, შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი დიდია.

ამავე თემაზე: 

👉 „ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა ყაზახეთში სახიფათო ნაბიჯია“ - თინა ხიდაშელი

👉  ყაზახეთის შს სამინისტრო გაანადგურებს მათ, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე

👉 „თავმოჭრილი პოლიციელების უნდა გვშურდეს?!“ - გუბაზ სანიკიძე ყაზახეთის მოვლენებზე

👉 ყაზახეთის ხელისუფლებას „თავში აუვარდა“ - მამუკა არეშიძე ყაზახეთის მოვლენებზე