მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს ახალი რეალობა“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ჩატარებული „რეფერენდუმები“ სრულად შეესაბამება გაეროს წესდებაში დადგენილ პრინციპებს.

„ასეთი ნაბიჯი სრულად შეესაბამება ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდებაში, 1970 წლის დეკლარაციაში სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, გაეროს წესდების შესაბამისად“, - განაცხადა ლავროვმა.

მან, ასევე, დასძინა, რომ „რუსეთისთვის აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, რომ დასავლეთის ქვეყნებმა არ აღიარონ ახალი რეგიონების რუსეთში შესვლა, მაგრამ უფრო სწორი იქნება, თუ ისინი გააცნობიერებენ ახალ რეალობას“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „არ არის გამორიცხული, 6 ოქტომბერს უკრაინის სასამართლომ მიიღოს სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის განჩინება“ - შალვა ხაჭაპურიძე

👉 ჩეხეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი

👉 „უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა პუტინის მხრიდან“ - მიხაილო პოდოლიაკი ალექსანდრე ლუკაშენკოზე

👉 „რუსეთი ციმბირიდან და სირიიდან უკრაინაში სამხედროების გადაყვანას გეგმავს, ამასობაში მობილიზებული დამპყრობლები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს და სვამენ ალკოჰოლს“ - უკრაინის გენშტაბი

👉 „მძიმე სენით დაავადებული პუტინი კოორდინაციას კარგავს და ბირთვული იარაღის გამოყენების შიშს აჩენს“ - The Sun