მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ციმბირიდან და სირიიდან უკრაინაში სამხედროების გადაყვანას გეგმავს, ამასობაში მობილიზებული დამპყრობლები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს და სვამენ ალკოჰოლს“ - უკრაინის გენშტაბი

რუსეთი უკრაინაში სირიიდან და ციმბირიდან გეგმავს სამხედროების გადაყვანას

უკრაინელი დამცველები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების განადგურებას ყველა მიმართულებით. მტერი განიცდის კოლოსალურ ზარალს და მათი შევსების მიზნით, იძულებულია, ჯარები გადაიყვანოს შორეული საზღვრებიდან, კერძოდ ციმბირიდან და სირიიდან. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, რომ მობილიზებული ოკუპანტები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს და ალკოჰოლს მოიხმარენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ციმბირის სამხედრო ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დისლოცირებული რუსული გვარდიის ნაწილებისა და სირიაში დისლოცირებული რუსული კონტინგენტის უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებების არეალში გადაყვანა“ - წერს გენშტაბი.

გენერალურ შტაბში ასევე იტყობინება, რომ არსებული ინფორმაციით, მე-3 არმიის კორპუსის ქვედანაყოფები, რომლებიც ახლახან ჩამოყალიბდნენ და გადავიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, ვერ ახერხებენ დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულებას.

„მოძველებული და გამოუსადეგარი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, პოზიციების უნებართვო მიტოვება და პერსონალის მიერ საბრძოლო დავალების შესრულებაზე უარი, ალკოჰოლური სასმელების გამოყენება, სამხედრო დისციპლინის სისტემატური დარღვევა არის მტრის ქვედანაყოფის სამხედრო ნაწილების დემორალიზაციის მთავარი მიზეზი“ – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მძიმე სენით დაავადებული პუტინი კოორდინაციას კარგავს და ბირთვული იარაღის გამოყენების შიშს აჩენს“ - The Sun

👉 „პუტინის ბირთვულ მუქარას გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება“ - ანალენა ბერბოკი

👉 „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

👉 „რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში ოთხი „ჰაიმარსის“ სისტემა იქნება გათვალისწინებული - Reuters