მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩეხეთი მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი

ჩეხეთის და რუსეთის დროშა

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთი.

„თუ უკვე ქვეყანაში ხართ და გაფრთხილების მიუხედავად გადაწყვეტთ დარჩენას, გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე იქ ყოფნისას, მიჰყევით სანდო მედიას და შეიმუშავეთ გადაუდებელი გასვლის გეგმა“, - განაცხადა სამინისტრომ.

გარდა ამისა, სამინისტროს განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შედეგად, ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, რომლებიც ასევე არიან რუსეთის მოქალაქეობის მფლობელები, უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან, რუსეთის ხელისუფლების მიერ ისინი აღიქმებიან, პირველ რიგში, როგორც რუსეთის მოქალაქეები. რუსეთის ფედერაცია და ჩეხეთის საელჩო მოსკოვში ვერ უზრუნველყოფენ მათ ადეკვატურ, სრულ საკონსულო დაცვას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა პუტინის მხრიდან“ - მიხაილო პოდოლიაკი ალექსანდრე ლუკაშენკოზე

👉 „რუსეთი ციმბირიდან და სირიიდან უკრაინაში სამხედროების გადაყვანას გეგმავს, ამასობაში მობილიზებული დამპყრობლები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს და სვამენ ალკოჰოლს“ - უკრაინის გენშტაბი

👉 „მძიმე სენით დაავადებული პუტინი კოორდინაციას კარგავს და ბირთვული იარაღის გამოყენების შიშს აჩენს“ - The Sun

👉 „პუტინის ბირთვულ მუქარას გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება“ - ანალენა ბერბოკი

👉 „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი