მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა პუტინის მხრიდან“ - მიხაილო პოდოლიაკი ალექსანდრე ლუკაშენკოზე

მიხაილო პოდოლიაკი

ბელორუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ახლა უკიდურესად დაბნეულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ზეწოლის გამო, რომელიც ცდილობს, ბელორუსია უკრაინასთან ომში ჩაითრიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„სუბიექტს (ლუკაშენკოს) აქვს ძალიან დიდი პრობლემები შიდა პოლიტიკურ ბაზარზე. ის არ არის ისეთი ძლიერი ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, როგორც საკუთარ თავს მიიჩნევდა და როგორც ეს იყო 2020 წლის შემოდგომამდე. მეორე მხრივ, ის არის დაქვემდებარებული. უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა პუტინის მხრიდან. რუსეთს სურს, მიიღოს უფრო ინტენსიური მონაწილეობა ომში საკავშირო სახელმწიფოსგან, რაც ბელორუსისთვის სავსეა სახელმწიფოებრიობის პერსპექტივების მკვეთრი გაუქმებით... და ბელორუსებს ეს ესმით, მათ შორის ლუკაშენკოს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა აკონტროლებს სიტუაციას ბელორუსის საზღვარზე და მშვენივრად ესმის რუსეთის გეგმების.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთი ციმბირიდან და სირიიდან უკრაინაში სამხედროების გადაყვანას გეგმავს, ამასობაში მობილიზებული დამპყრობლები თვითნებურად ტოვებენ პოზიციებს და სვამენ ალკოჰოლს“ - უკრაინის გენშტაბი

👉 „მძიმე სენით დაავადებული პუტინი კოორდინაციას კარგავს და ბირთვული იარაღის გამოყენების შიშს აჩენს“ - The Sun

👉 „პუტინის ბირთვულ მუქარას გერმანია ძალიან სერიოზულად ეკიდება“ - ანალენა ბერბოკი

👉 „ძვირფასო ილონ მასკ, როდესაც ვინმე ცდილობს, მოიპაროს თქვენი Tesla-ს საბურავები, არ ნიშნავს, რომ ეს მას ავტომობილის, ან საბურავების კანონიერ მფლობელად აქცევს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

👉 „რამდენიმე ოლქში ახალი დასახლებული პუნქტები გათავისუფლდა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი