მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“ - მიხაილო პოდოლიაკი ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებაზე

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ყირიმში მომხდარ აფეთქებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“.

„ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. შეგახსენებთ: ნორმალური ქვეყნის ყირიმი დაკავშირებულია შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან. დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - წერს პოდოლიაკი.

 

ცნობისთვის, 16 აგვისტოს ყირიმის ჯანკოის რაიონში რუსულ სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. ბაზის მიდამოებიდან ადგილობრივ მოსახლეობას აფეთქებების ხმები ესმოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, გაახანგრძლივოს ეს კონფლიქტი“ - ვლადიმერ პუტინი

👉 „მედია ავრცელებს სპეკულაციას ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ, ამის საჭიროება არ არსებობს“ - სერგეი შოიგუ

👉 დონეცკში დატყვევებულ შვედ, ხორვატ და ბრიტანელ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ - Reuters

👉 „იფიქრეთ დისიდენტებზე“ - ოლაფ შოლცი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვაზე