მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ. ამის შესახებ ტვიტერზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაწერა.

„რუსეთის გადაწყვეტილება შავი ზღვის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების თაობაზე საფრთხეს უქმნის მარცვლეულისა და სასუქების ძირითად საექსპორტო გზას, რომლებიც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს გადაწყვეტილება“, - წერს ბორელი.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რამდენი მოღალატე, ავადმყოფურად ამბიციური და ბოღმიანი ჰყოლია გვერდით სააკაშვილს, ერთ მხარეს ბურჯანაძე და იქეთ ბოკერია“ - თაკო ჩარკვიანი

👉 პრიგოჟინმა „ვაგნერის ჯგუფში“ აივ და ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების გადაბირება დაიწყო - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსი გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრ ლაპინის ცხედარი მდინარე მოსკოვში იპოვეს - მედია

👉 „ვხედავთ, როგორ ნებდებიან გუშინდელი ფავორიტები, როგორიცაა შოიგუ ან გერასიმოვი“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ლიზ ტრასის ტელეფონი კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს, მათ მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა - მედია