მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიზ ტრასის ტელეფონი კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს, მათ მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა - მედია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთში შაბათ-კვირის მთავარი სიახლე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს ლიზ ტრასის ტელეფონი გატეხეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა და მათ მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა.

ინფორმაცია უსახელო წყაროებზე დაყრდნობით Daily Mail-მა გამოაქვეყნა, რომელიც „ყვითელ“ გამოცემად არის მიჩნეული, თუმცა ეს სიახლე Reuters-მაც გააშუქა.

გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, მოახერხეს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების საიდუმლო დეტალებზე წვდომა, მათ შორის უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე. ასევე, ლიზ ტრასისა და კვაზი კვარტენგის პირადი მიმოწერა, რომელიც მოგვიანებით გახდა ხაზინის მინისტრი, მათი საუბარი ბორის ჯონსონის კრიტიკას ეხებოდა. ჰაკერებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ ბოლო 1 წლის ინფორმაციის მიღება.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, გამოიძიონ რა და როგორ მოხდა რეალურად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და განხილული უმაღლეს დონეზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სრულად დაცვის მნიშვნელობას... ასევე არსებობს სერიოზული კითხვები, რატომ და როგორ მოხდა ამ ინფორმაციის „გაჟონვა“, - თქვა ლეიბორისტების სპიკერმა ივეტ კუპერმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სადღაც კრემლში რამდენიმე ადამიანს შეუძლია, გადაწყვიტოს, იქნება თუ არა საჭმელი სუფრაზე ეგვიპტეში თუ ბანგლადეშში“ - ზელენსკი რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის გამო საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაქციას ელოდება

👉 სამხრეთით უკრაინამ ოკუპანტებთან საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა - New York Times

👉 „ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა და მოტაცება, რის შემდეგაც ჩემს უფროსს შვილს ხელი უკრავს ამ კაცისთვის და გამოქცეულან ესკალატორისკენ“ - თბილისში კაცი მოზარდების მოტყუებით გატაცებას ცდილობდა

👉 სამხრეთ კორეაში ჰელოუინისას ჭყლეტას 151 ადამიანი ემსხვერპლა, 3 580 ადამიანი დაკარგულია - ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა

👉 სომალიში მანქანები აფეთქდა, რის შედეგადაც 100 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა - Reuters