მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვხედავთ, როგორ ნებდებიან გუშინდელი ფავორიტები, როგორიცაა შოიგუ ან გერასიმოვი“ - მიხაილო პოდოლიაკი

მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პოლიტიკურ რეჟიმთან სალაპარაკო არაფერია. რუსეთი ელოდება რევოლუციას, რომელიც დაიწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებებით.

„მჯერა, რომ ლუგანსკის ან დონეცკის სიმბოლური გათავისუფლება რუსეთში პოლიტიკური პროცესების სწრაფი ტრანსფორმაციის შეუქცევად პროცესს დაიწყებს. ჩვენ არ დაგვჭირდება რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა, ეს გასაგებია. იქნება ძალიან რევოლუციური პროცესები. შეიცვლება ელიტა, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ელიტაში არის გარკვეული კონფლიქტები. ვხედავთ, რომ არ არის ერთიანობა, ვხედავთ, როგორ ნებდებიან გუშინდელი ფავორიტები, როგორიცაა შოიგუ ან გერასიმოვი, რომლებიც იქ სამხედრო საქმის ხატად ითვლებოდნენ“, - თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა უკიდურესად აბსურდულად გამოიყურება საერთაშორისო ასპარეზზე.

„პიროვნების კლასიკური საბჭოთა კულტი (პუტინი) უკვე მოკვდა. ის არ არსებობს. მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ის (პუტინის რეჟიმი) დაცემას დაიწყებს“, - დასძინა პოდოლიაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ლიზ ტრასის ტელეფონი კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა გატეხეს, მათ მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა - მედია

👉 „სადღაც კრემლში რამდენიმე ადამიანს შეუძლია, გადაწყვიტოს, იქნება თუ არა საჭმელი სუფრაზე ეგვიპტეში თუ ბანგლადეშში“ - ზელენსკი რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის გამო საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაქციას ელოდება

👉 სამხრეთით უკრაინამ ოკუპანტებთან საარტილერიო უპირატესობა მოიპოვა - New York Times

👉 „ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა და მოტაცება, რის შემდეგაც ჩემს უფროსს შვილს ხელი უკრავს ამ კაცისთვის და გამოქცეულან ესკალატორისკენ“ - თბილისში კაცი მოზარდების მოტყუებით გატაცებას ცდილობდა

👉 სამხრეთ კორეაში ჰელოუინისას ჭყლეტას 151 ადამიანი ემსხვერპლა, 3 580 ადამიანი დაკარგულია - ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა