მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა“ - ვიტალი კლიჩკო

კიევი

კიევის მარცხენა სანაპიროზე წყალმომარაგება დაბრუნდა. 24 ნოემბრის დილით დედაქალაქის მოსახლეობის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

„კიევვოდოკანალის ენერგეტიკოსები და სპეციალისტები მთელი ღამე მუშაობდნენ დედაქალაქის სიცოცხლის საყრდენის აღსადგენად. ქალაქის მარცხენა სანაპიროზე წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. მარჯვენა მხარეს ვგეგმავთ მის აღდგენას დილით. დედაქალაქის 70% ისევ ელექტროენერგიის გარეშეა“, - განაცხადა კლიჩკომ.

10 ოქტომბრის შემდეგ 23 ნოემბერს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მეშვიდე მასიური თავდასხმა განხორციელდა. DTEK-მა განაცხადა, რომ ეს არის რუსეთის მე-14 ტერაქტი მის ენერგეტიკულ საწარმოებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პოლონეთი გერმანიას მიმართავს, ვარშავისთვის დაპირებული Patriot-ები უკრაინას გადასცენ

👉 უკრაინის საჰაერო თავდაცვა და ამერიკული რაკეტები, სავარაუდოდ, ადამიანების სიკვდილშია დამნაშავე - რუსეთის წარმომადგენელი

👉 ავღანეთში „თალიბანის“ წევრებმა სახალხოდ 12 ადამიანი გაამათრახეს - BBC

👉 ნიკოლ ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი თქვა

👉 კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაში მის მიზნებზე, უბრალოდ ნაწილობრივ ფარავს მას - ISW