კონფლიქტები

შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
1660716241
დაკოპირებულია

შეერთებული შტატები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, დამატებით 68 მილიონ დოლარს გაიღებს გაეროს „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ (WFP) 150 000-მდე ტონა უკრაინული ხორბლის შესაძენად.

„შეერთებული შტატები „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მილიონ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, ამ მაგალითს მიჰყვნენ“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რაც არ უნდა რთული იყოს, პუტინთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მისგან“ - ოლაფ შოლცი

👉 მთავრობას რომ მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ გაეფრთხილებინა, ქვეყანაში მასობრივი ქაოსი დაიწყებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 პუტინის გეგმები უკრაინასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, თუმცა კრემლი ცდილობს, თავისი ჭეშმარიტი მიზნები არასწორად წარმოაჩინოს - ISW

👉 ფინეთი რუსებისთვის ვიზების გაცემას 90%-ით ამცირებს