მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ რამე მოხდება და ჩვენმა ქვეყანამ ვერ გაიმარჯვა, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით - ოლგა სკაბეევა

ოლგა სკაბეევა

კრემლის პროპაგანდისტმა, ოლგა სკაბეევამ გააცნობიერა, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსეთს რეპარაციები და იზოლაცია ელოდება. მისი თქმით, ყველას, ვინც მხარს უჭერდა ომს, პასუხს მოსთხოვენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„ჩვენ ამას არ ვუშვებთ, ხმამაღლა კი არ ვამბობთ, მაგრამ თუ მოულოდნელად რამე მოხდება და ჩვენი ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს, მაშინ გამონაკლისის გარეშე, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, მიუხედავად იმისა, რუსეთის ფედერაციის ფარგლებშია თუ რუსეთის ფედერაციის გარეთ. უბრალოდ, გარეთ მყოფებს დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ, იმისდა მიუხედავად, პუტინის რეჟიმის თანამზრახველები არიან თუ არა, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით“, - განაცხადა სკაბეევამ.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან არის - გაგრძელდეს უკრაინის დაბომბვა, რადგან „საფრთხეშია რუსეთის ფედერაციის არსებობა და მისი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე“.

„ჰააგის ტრიბუნალების გარეშე სისხლის სამართლის საქმეების გახსნა, კომპენსაციები, რეპარაციები - ეს რომ არ მოხდეს, საომარი მოქმედებების გააქტიურებაა საჭირო, რათა ზავით თუ მშვიდობით მოგვმართონ“, - განაცხადა სკაბეევამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ნიუ-იორკი და სინგაპური საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებად დასახელდა - როგორ გამოიყურება ათეული?

👉 „ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა შედგა, მიაჩნია, რომ არის უცხო სახელმწიფოს კვალი“ - გიული ალასანია

👉 „დღეს გამოქვეყნდა დიაგნოზების ისეთი რაოდენობა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, გაიგოს რა სჭირს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 მეგან მარკლი, ბილი აილიში, მაკენზი სკოტი - Financial Times-მა წლის ყველაზე გავლენიანი 25 ქალი დაასახელა