კონფლიქტები

უკრაინელებმა ხერსონში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - ორ სოფელზე უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინელი სამხედროები
1664885888
დაკოპირებულია

უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის რაიონის სოფლების დავიდოვ ბროდისა და სტაროსელიეს თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დეპუტატი რომან ლოზინსკი წერს.

გარდა ამისა, უკრაინული მედიის ცნობით, მათ გაათავისუფლეს კიდევ როი სოფელი - არხანგელსკი და ბოლშაია ალექსანდროვკა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის გენერალურ შტაბს ჯერ არ დაუდასტურებია ინფორმაცია დავიდოვ ბროდისა და სტაროსელიეს გათავისუფლების შესახებ.

სამხედროების ცნობით, დავიდოვი ბროდი რუსებისგან 35-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ძალებმა გაათავისუფლეს.

„ხერსონის ოლქი, სტაროსელიე. გუშინ წავედით არხანგელსკში, დღეს - სტაროსელიეში. ხერსონის ოლქი ოკუპანტებისგან ეტაპობრივად თავისუფლდება“ - განაცხადა უკრაინელმა სამხედრომ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პროფესიონალი დიპლომატებისგან განსხვავებით, მასკი ცდილობს, მშვიდობის მიღწევის გზები მოძებნოს“ - კრემლის სპიკერი

👉 ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სერგეი შოიგუ

👉 „დაველოდებით მოქმედი პრეზიდენტის პოზიციის შეცვლას, ან შესაძლოა, უკრაინის მომავალ პრეზიდენტს“ - დმიტრი პესკოვი მოლაპარაკებებზე

👉 „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩვენ ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ“ - ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის ომზე

👉 უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ოფიციალურად ამბობს - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა