მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვლადიმერ პუტინი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არის პირობები“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კვლავ მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ ჩვენს დასავლელ კოლეგებს, თუ ისინი სხვა თხოვნას გამოთქვამენ საუბრის მოწყობაზე. ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ შემოგვთავაზონ სერიოზული მიდგომები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას და სრულად გაითვალისწინებს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთი მზადაა, ესაუბროს დასავლეთს, თუკი ის მიმართავს რუსეთის ფედერაციას „რეალისტური წინადადებებით, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობისა და ინტერესების ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე, რომელიც მიზნად ისახავს კომპრომისების პოვნას და ამაში რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესების დაბალანსებას“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ერაყში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

👉 ილონ მასკმა ტვიტერის თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო - New York Times

👉 ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ

👉 „რამდენი მოღალატე, ავადმყოფურად ამბიციური და ბოღმიანი ჰყოლია გვერდით სააკაშვილს, ერთ მხარეს ბურჯანაძე და იქეთ ბოკერია“ - თაკო ჩარკვიანი

👉 პრიგოჟინმა „ვაგნერის ჯგუფში“ აივ და ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების გადაბირება დაიწყო - ბრიტანული დაზვერვა