მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილონ მასკმა ტვიტერის თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო - New York Times

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი

ამერიკელმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა, ილონ მასკმა ტვიტერის თანამშრომლების გათავისუფლების ბრძანება გასცა. ამის შესახებ New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

„ტვიტერის თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლება 1-ელი ნოემბრამდე გაგრძელდება, იმ თარიღამდე, როდესაც თანამშრომლებმა უნდა მიიღონ საფონდო გრანტები, როგორც კომპენსაციის ნაწილი“, - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ეს მასკს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები.

მანამდე Bloomberg-მა განაცხადა, რომ ტვიტერმა უკვე დაიწყო თანამშრომლების გათავისუფლება მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა კომპანია იყიდა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიისგან გათავისუფლებულია მონაცემთა ინჟინრების მთელი გუნდი.

ცნობისთვის, კომპანიაში 7 500-მდე ადამიანი მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ

👉 „რამდენი მოღალატე, ავადმყოფურად ამბიციური და ბოღმიანი ჰყოლია გვერდით სააკაშვილს, ერთ მხარეს ბურჯანაძე და იქეთ ბოკერია“ - თაკო ჩარკვიანი

👉 პრიგოჟინმა „ვაგნერის ჯგუფში“ აივ და ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების გადაბირება დაიწყო - ბრიტანული დაზვერვა

👉 რუსი გენერალ-პოლკოვნიკის, ალექსანდრ ლაპინის ცხედარი მდინარე მოსკოვში იპოვეს - მედია

👉 „ვხედავთ, როგორ ნებდებიან გუშინდელი ფავორიტები, როგორიცაა შოიგუ ან გერასიმოვი“ - მიხაილო პოდოლიაკი