მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით - ალა პუგაჩოვა კრიტიკოსებს პასუხობს

რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა

„ღმერთო ჩემო, რა ბედნიერებაა, რომ იმ ადამიანებს ვძულვარ, რომლებსაც მე ყოველთვის ვერ ვიტანდი. იყვნენ ყმები, გახდნენ მონები“. ამის შესახებ ცნობილმა რუსმა პოპვარსკვლავმა ალა პუგაჩოვამ ინსტაგრამში დაწერა.

„ჯერ სად ხართ, უარესი იქნება“ - რუსი სამხედრო კორესპონდენტი 

„ამ ადამიანებს მე არც უნდა მოვწონდე. ასე რომ ყოფილიყო, გამოვიდოდა, რომ მე ტყუილად ვცხოვრობდი, ტყუილად ვმღეროდი. მათი გამწარების მიზეზი ნათელია. იყვნენ ყმები, გახდნენ მონები. აკრაჭუნონ ახლა კბილები,“ - წერს პუგაჩოვა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ALLA PUGACHEVA (@alla_orfey)

29 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალა პუგაჩოვამ რუსეთი კვლავ დატოვა. ის ისრაელში გაფრინდა, სადაც მისი მეუღლე, მაქსიმ გალკინი ცხოვრობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გაფრენისას უკანა ბილეთი არ ჰქონია.

„დაველოდებით მოქმედი პრეზიდენტის პოზიციის შეცვლას, ან შესაძლოა, უკრაინის მომავალ  პრეზიდენტს“ - დმიტრი პესკოვი მოლაპარაკებებზე

18 სექტემბერს ალა პუგაჩოვამ ინსტაგრამში უკრაინის ომის საწინააღმდეგო სტატუსი გამოაქვეყნა. გარდა ამის, მან „უცხო ქვეყნის აგენტების“ სიაში საკუთარი თავის ჩაწერაც მოითხოვა, როგორც ეს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მანამდე მისი ქმრის, მაქსიმ გალკინთან დაკავშირებით გააკეთა.

„მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, გთხოვთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოური აგენტების სიაში შემიყვანოთ, რადგანაც ჩემს მეუღლეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, რომელიც არის წესიერი, სამართლიანი და გულახდილი ადამიანი. ის არის რუსეთის ნამდვილი პატრიოტი, რომლის მოქრთამვა შეუძლებელია და რომელიც რუსეთს განვითარებას და აყვავებას უსურვებს და არა ჩვენი ბიჭების დაღუპვას ილუზორული მიზნებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას გარიყულად აქცევს და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას დაამძიმებს“, - დაწერა პუგაჩოვამ.

„პუგაჩოვას აჯანყებას“ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტების უდიდესი ნაწილი თანხმდებოდა იმ აზრზე, რომ რუსული ესტრადის პრიმადონას ასეთი პოსტის შემდეგ ქვეყნიდან წასვლა მოუწევდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სერგეი შოიგუ

🔴 თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? - იაგო ხვიჩია

🔴 „ისტორია უამრავ წაგებულ ბრძოლას ითვლის, რომლის დამარცხებული გმირები საუკუნეების განმავლობაში ახსოვთ, აზოველები სიმართლისთვის იბრძოდნენ და ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ“ - კახა გოგოლაშვილი

🔴 „ყოჩაღ“ - მედვედევი მასკზე

🔴 „ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ, სიმართლე იპოვის თავის გზას“ - სერგეი ლავროვი