მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბარში შეიარაღებულმა პირებმა 12 ადამიანი მოკლეს - შემთხვევა მექსიკაში

თავდასხმა და მკვლელობა მექსიკაში

მექსიკის ხელისუფლება ეძებს შეიარაღებულ პირებს, რომლებმაც მექსიკის ერთ-ერთ ბარში ცეცხლი გახსნეს და 12 ადამიანი სასიკვდილოდ დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, გარდა მოკლულებისა, არიან დაჭრილებიც. 

ქალაქ ირაპუატოს ბარში ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე სროლის ხმა გაისმა. მედიკოსებმა ადგილზე მისვლის შემდეგ 6 ქალისა და 6 კაცის გარდაცვალება დაადასტურეს. 

ამასთან, Reuters-ის ცნობით, ეს არის მეორე მასობრივი სროლა ერთ თვეზე ნაკლებ დროში გუანახუატოს შტატში. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული შტატი ძალიან მიმზიდველია ნარკოკარტელებისათვის. 

„მიუხედავად იმისა, რომ წელს მკვლელობების რაოდენობა ოდნავ შემცირდა, ლოპეს ობრადორის პრეზიდენტობის ვადა ყველაზე სისხლიანია უახლეს ისტორიაში“, - წერს მედიასაშუალება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „გადადგეს კალაძე“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

✔️ ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე

✔️ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა დაასახელეს სტრატეგიული პუნქტი, რომელიც უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს