მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადადგეს კალაძე“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კალაძეს მიმართავენ და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. 

აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან. 

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე დროულად უნდა აიღოს კალაძემ პასუხისმგებლობა. 

„ძალიან დიდ არაკომპეტენტურობასთან და დანაშაულთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქალაქო და მორალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამის ფარგლებში ვმოქმედებთ და ამიტომ ვდგავართ აქ. გვსურს, რომ მარიტა იყოს ამ ქვეყანაში სისტემის ბოლო მსხვერპლი“, - აცხადებს აქციის მონაწილე ნიკა ფარულავა „მთავართან“ საუბარში.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე

✔️ „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსებმა დაასახელეს სტრატეგიული პუნქტი, რომელიც უკრაინამ უნდა გაათავისუფლოს