მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გასულ წელს 316 პატიმარი მოკლეს, მიმდინარე წელს კი 90 - მასშტაბური შეტაკებები ეკვადორის ციხეებში

შეტაკებები ეკვადორის ციხეებში

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ეკვადორში ლატაკუნგას ციხეში პატიმართა შორის შეტაკებისას 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 დაშავდა. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ იტყობინება. 

ამავე ინფორმაციით, პატიმრები ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ აღჭურვილი. 

გამოცემა წერს, რომ ოფიციალური პირები ამ შეტაკებას ნარკოტრეფიკინგის ჯგუფებს მიაწერენ. ჯგუფები ძალაუფლებისა და ნარკოტიკების კიდევ უფრო მეტად გავრცელებისთვის იბრძვიან. 

ეკვადორის სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ეკვადორის ციხეებში 316 პატიმარი მოკლეს. წელს ამ დროისთვის 90 ადამიანია დაღუპული. 

მათივე ცნობით, ყველაზე მასშტაბური შეტაკება საპატიმროში ეკვადორში გასული წლის სექტემბერში მოხდა. მოკლეს 125 პატიმარი. 

„ეკვადორის ციხის სისტემა გათვლილია დაახლოებით 30000 ადამიანზე, მაგრამ გასული თვის მონაცემებით 35000 პატიმარი იმყოფებოდა“, - წერს AP NEWS.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოჩაღ“ - მედვედევი მასკზე

🔴 „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაა - იაგო ხვიჩია

🔴 „ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, ეს არის მათი სულისკვეთება - გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“

🔴 უკრაინელებმა კიდევ 370 ოკუპანტი გაანადგურეს - ჯამში რუსეთმა უკრაინაში 60 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

🔴 მობილიზება კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას - Politico

🔴 სომხებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანული მხარე