მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყაზახეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს“ - ჟოზეფ ბორელი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ  ყაზახეთში წარმოიშვა. ჩვენ ღრმად ვწუხვართ დაღუპულების გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს.

მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციების თავიდან აცილება, ძალადობის ყოველგვარი წაქეზების თავიდან აცილება და თავშეკავება. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ კრიზისის მშვიდობიან მოგვარებისთვის. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ ადამიანის უფლებებისა და მათი მოქალაქეების ფუნდამენტურ თავისუფლებას, კერძოდ, შეკრების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და მედიის თავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ოფიციალური ცნობებით, ყაზახეთში ამ დროისთვის 3000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.

ამავე თემაზე: 

👉 „ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა ყაზახეთში სახიფათო ნაბიჯია“ - თინა ხიდაშელი

👉  ყაზახეთის შს სამინისტრო გაანადგურებს მათ, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე