მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში საპროტესტო აქციების 8 ათასამდე მონაწილე დააკავეს

შეტაკებები ყაზახეთში

ყაზახეთში საერთო ჯამში საპროტესტო აქციების 7939 მონაწილე დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის შს სამინისტრო იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

ამასთანავე ყაზახეთის სახელმწიფო მდივნის ერლან კარინის ინფორმაციით, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მხოლოდ ადგილობრივი სპეცრაზმელები და სამხედროები მონაწილეობენ.

მისივე ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) ძალები სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ ქვეყანას დატოვებენ.

ყახაზეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში ინტერნეტის მუშაობა აღდგა, მაგრამ ის მაინც შეფერხებით მუშაობს, ზოგიერთ საიტზე შესვლა შეუძლებელია. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ინტერნეტი კვლავ გათიშულია.

ქვეყნის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის ბრძანებულებით, 10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  საპროტესტო აქციების და შეტაკებების შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. 2000-ზე მეტმა დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ოფიციალური ცნობებით, ყაზახეთში ამ დროისთვის 3000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  არეულობას ქვეყანაში 164 ადამიანი ემსხვერპლა - ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო

🔴  ყაზახეთში მყოფმა რუსმა სამხედროებმა წვრთნები დაიწყეს