მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არეულობას ქვეყანაში 164 ადამიანი ემსხვერპლა - ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო

სიტუაცია ყაზახეთში

ყაზახეთის ხელისუფლების მტკიცებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე არეულობას 164 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 სამართალდამცველი და 26 მომიტინგე დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება მათ როგორც ტერორისტებს, ისე მოიხსენიებდა. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რამდენი დაღუპული იყო მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე. 

ასევე უცნობია ადამიანების გარდაცვალების გარემოებები. თვითმხილველების თქმით , უშიშროების ძალების თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს, აქციის მშვიდობიან მონაწილეებს. 

ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  პოლიციას და ჯარს უფლება აქვს მოქალაქეებს გაფრთხილების გარეშე გაუხსნან ცეცხლი. 

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აღნიშნული განცხადების გამო ყაზახეთის პრეზიდენტი გააკრიტიკეს. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ოფიციალური ცნობებით, ყაზახეთში ამ დროისთვის 3000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.

ამავე თემაზე: 

👉 „ყველა რეგიონში სტაბილური ვითარებაა“ - ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური

👉 „ყაზახეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ და პატივი სცენ ადამიანის უფლებებს“ - ჟოზეფ ბორელი