მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა რეგიონში სტაბილური ვითარებაა“ - ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური

 ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, დამყარებულია კონტროლი

„ყაზახეთის ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, სიტუაციის კონტროლი ოპერატიულად ხდება“,- ამის შესახებ ინფორმაციას interfax ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ქვეყნის ყველა რეგიონში ვითარება დასტაბილურდა, ყველა ქმედებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება, სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს ყველა მიტაცებული ადმინისტრაციული შენობა. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ტერორისტების დასაკავებლად“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ - ჟომართ თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სრულად აღსადგენად.

ამასთან, განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა დავალება გასცა დროულად დაიწყონ ალმათის და სხვა რეგიონებში ადმინისტრაციული შენობების, სოციალური და კომუნალური ობიექტების აღდგენის პროცესი. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

ოფიციალური ცნობებით, ყაზახეთში ამ დროისთვის 3000-მდე რუსი სამხედრო იმყოფება.

ამავე თემაზე: 

👉 „ე.წ. მშვიდობისმყოფელების შეყვანა ყაზახეთში სახიფათო ნაბიჯია“ - თინა ხიდაშელი

👉  ყაზახეთის შს სამინისტრო გაანადგურებს მათ, ვინც უარს იტყვის იარაღის დაყრაზე