მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთის მიწისძვრა 130 ბირთვული ბომბის სიმძლავრეს უდრიდა

დანგრეული სახლები თურქეთში

თურქი გეოფიზიკოსების გაანგარიშებით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 130 ბირთვულ ბომბს უდრიდა. ამის შესახებ gazeteduvar.com იუწყება. 

👉 თბილისში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც იგივე შედეგები შესაძლოა მოჰყვეს, რაც თურქეთში 7.8-ის სიმძლავრის ბიძგებს - სეისმოლოგი

როგორც გეოფიზიკოსი აჰმეტ ერჯანი ამბობს, მიწისძვრის შემდეგ ე.წ. „აფტერშოკები“ შეიძლება 2-3 წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ეს მიწისძვრა რამდენიმე მიწისქვეშა ფილის საზღვრის მონაკვეთზე მოხდა. ერთ-ერთი მათგანი - მკვდარი ზღვის ფენაა, რომელმაც შეიძლება 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვიოს. აქვე განთავსებულია აღმოსავლეთ ანატოლიის, ასევე „კვიპროსის რკალის“ მიწისქვეშა ფილები. სწორედ მათი შეჯახების შედეგად ხდება მიწისძვრები. მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრები „საუკუნეებში ერთხელ“ ხდება. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

6 თებერვლის დილის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 337 ადამიანი დაიღუპა და 600-ზე მეტი დაშავდა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.

ამავე თემაზე: 

👉 მოვასწარით გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა - თურქეთში მცხოვრები ქართველები

👉 მიწისძვრის შედეგად განადგურებული თურქეთის ქალაქები (კადრები ადგილიდან)

👉 ცნობილმა სეისმოლოგმა თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტყველა

👉 ანკარაში საქართველოს საელჩოში არანაირი შეტყობინება არ შესულა - საქართველოს საგარეო უწყება