მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ბოლო 24 საათში 126 მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 126 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრეც 4 ბალი და მეტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა sozcu.com.tr კანდილის ობსერვატორიის სეისმოლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4 300-ს სცდება.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

ამავე თემაზე: 

👉 სირიაში მიწისძვრის დროს ციხიდან სულ მცირე, 20 პატიმარი გაიქცა - france24

👉 საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - თურქეთში საქართველოს ელჩი

👉 ფეხბურთელი კრისტიან ატსუ ნანგრევებში ცოცხალი იპოვეს