მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 4 300-ს სცდება

მიწისძვრა თურქეთში

New York Times News-ის ცნობით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4 300-ს სცდება. ხოლო როგორც BBC წერს, მხოლოდ თურქეთში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 2,921-მდეა გაზრდილი. 

ამასთან, თურქული Andalou Agency-ს ცნობით, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ქვეყანაში 15,834-ს სცდება. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა. 

ამავე თემაზე: 

👉 მოვასწარით გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა - თურქეთში მცხოვრები ქართველები

👉 ცნობილმა სეისმოლოგმა თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტყველა

👉 თურქეთის მიწისძვრა 130 ბირთვული ბომბის სიმძლავრეს უდრიდა

👉 ანკარაში საქართველოს საელჩოში არანაირი შეტყობინება არ შესულა - საქართველოს საგარეო უწყება