მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიაში მიწისძვრის დროს ციხიდან სულ მცირე, 20 პატიმარი გაიქცა - france24

მიწისძვრა სირიაში

სირიის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მიწისძვრისას რაჯოს ციხიდან, სულ მცირე, 20 პატიმარი გაიქცა, - ამის შესახებ ინფორმაციას france24 ავრცელებს.

მედიის ცნობით, პატიმართა უმრავლესობა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლია.

„მიწისძვრის შემდეგ რაჯო დაზარალდა და პატიმრებმა დაიწყეს აჯანყება და აიღეს კონტროლი ციხის ნაწილებზე. ციხიდან დაახლოებით 20 პატიმარი გაიქცა. ისინი, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან. ციხეში  2 000 პატიმარი იმყოფებოდა. დაახლოებით 1 300 ისლამური სახელმწიფოს მებრძოლია“, - აცხადებს რაჯოს ციხის ოფიციალური წარმომადგენელი.

ბრიტანეთში დაფუძნებულმა სირიის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ციხეში აჯანყება ნამდვილად მოხდა, თუმცა ვერ ადასტურებს, რომ პატიმრები ციხიდან გაიქცნენ. 

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

ამავე თემაზე: 

👉 საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - თურქეთში საქართველოს ელჩი

👉 მოვასწარით გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა - თურქეთში მცხოვრები ქართველები

👉 ცნობილმა სეისმოლოგმა თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტყველა

👉 თურქეთის მიწისძვრა 130 ბირთვული ბომბის სიმძლავრეს უდრიდა

👉 ანკარაში საქართველოს საელჩოში არანაირი შეტყობინება არ შესულა - საქართველოს საგარეო უწყება