მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - თურქეთში საქართველოს ელჩი

საქართველოს ელჩის განცხადება

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.

ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რამენაირად მიაწვდინონ ხმა საელჩოსა და საკონსულოს, რომ მათი დახმარება შეძლონ.

„ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ორი მოქალაქეა გარდაცვლილი, ჩვენ მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად, რაც შეგვიძლია. ყველა დაკარგული, ვისზეც გვქონდა ინფორმაცია, რომ არიან დაკარგულები ყველა ვიპოვეთ, მათ შორის ჩვენ ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა სად არიან, როგორ არიან.

იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან. პანიკის გარეშე, რადგან ვითარება საკმაოდ მძიმეა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საშუალებები არსებობს. ანუ, სავარაუდოდ, მოქალაქე უნდა წავიდეს უკან, საქართველოში, თუ დანგრეული აქვს სახლი, სამსახური დაკარგული აქვს და ა.შ.

როგორც მინიმუმ, საჭიროა რაღაც ინფორმაცია, რათა დავაკვალიანოთ და რჩევა მივცეთ, მომავალში რა უნდა გააკეთოს და რა სიტუაციაა მის ირგვლივ. ასევე, მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებმა, რომელთაც დაკარგული აქვთ საბუთები, პასპორტები, მოგვაკითხონ ჩვენ ან ტრაბზონს.

თუ ვერ მოდიან ჩვენამდე, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ უნდა დავეხმაროთ აქ ჩამოსვლამდე, ანკარამდე, სტამბოლამდე ან ტრაბზონამდე, რადგან არის სამი გზა საქართველოში მოსახვედრად - სტამბოლი, ტრაბზონი და ანკარა. ანკარიდან და სტამბოლიდან არის პირდაპირი რეისები, ტრაბზონიდან - სახმელეთო გზა სარფისა და ვალეს მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.

ამავე თემაზე: 

👉 მოვასწარით გამოვქცეულიყავით, 3 წუთში სახლი ჩამოინგრა - თურქეთში მცხოვრები ქართველები

👉 ცნობილმა სეისმოლოგმა თურქეთის მიწისძვრა იწინასწარმეტყველა

👉 თურქეთის მიწისძვრა 130 ბირთვული ბომბის სიმძლავრეს უდრიდა

👉 ანკარაში საქართველოს საელჩოში არანაირი შეტყობინება არ შესულა - საქართველოს საგარეო უწყება