მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადრე თუ გვიან, სამართალი მაინც იზეიმებს“ - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

„მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უკრაინაში“

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი წლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. 

როგორც მან სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, 13 იანვრის სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატიც დაესწრება და იმედია, რომ ბრალდებულს დარბაზში მიიყვანენ. 

„ხვალ ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, რადგან სასამართლო პროცესი იქნება და მიხეილ სააკაშვილი გეგმავს სხდომაზე დასწრებას. ვიმედოვნებთ, რომ მას სასამართლოში გადაიყვანენ. ასევე სასამართლოში პირველად იქნება მისი უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი. ასევე ვიმედოვნებთ, რომ მას ამის ნებართვას მისცემენ.

ადრე თუ გვიან, სამართალი მაინც იზეიმებს, მაგრამ ამისთვის მოქმედებაა საჭირო. ისე, უბრალოდ, არაფერი იქნება“ - აღნიშნა ლიზა იასკომ.  

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 13:00 საათზე საპროტესტო აქცია მოეწყობა. 

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, დადგინდება, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“ - ირაკლი კობახიძე

👉 „თუ დავინახეთ, რომ ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევალთ“ - დეკანოიძე

👉 „სააკაშვილი ძალოვნების, პროკურორებისა და მოსამართლეებისა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს“ - რომან გოცირიძე

👉 „თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით ვიდრე აქამდე იყო“ - გიული ალასანია