მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმაშფოთებელია კრიტიკა აშშ-ის ელჩის მისამართით, ეს ძირს უთხრის პარტნიორობას - კარენ დონფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

„რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა განაცხადა. 

მისი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 

„აშშ საქართველოს პარტნიორია მისი დამოუკიდებლობის დღიდან. ბოლო ათწლეულის  განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. 

აღმაშფოთებელია კრიტიკა ჩვენი ელჩის მისამართით. ჩვენ ველაპარაკეთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე და ხაზი გავუსვით რომ კრიტიკა, რომელიც მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფიდან მოდის, ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ვხედავთ დამოუკიდებელი მედიის დაშინებას და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას - ბობ მენენდესი

✔️ „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა“ - ჯინ შაჰინი

✔️ „კეზერაშვილი ქურდია, ის კურორტიდან კურორტზე ჩვენი არმიისთვის მოპარული ფულით დადის“ - ალეკო ელისაშვილი

✔️„ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ“ - ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე

✔️ „ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე